logo_geo
eng_logo
ისრაელის საგარეო უწყება ვატიკანს: მიუღებელია, რომ შეშფოთებას უფრო, ღაზაში მცხოვრებთა გამო გამოთქვამთ
- +

16 ოქტომბერი. 2023. 01:01

 

 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვატიკანის გამოხმაურებას კრიტიკულად აფასებს. გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, კოენმა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან, პოლ რიჩარდ გალაჰერთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ „ვატიკანი უფრო მკაფიოდ და ცალსახად დაგმობს „ჰამასის“ ტერორისტების მომაკვდინებელ ქმედებებს, რომლებმაც მხოლოდ იმიტომ მიაყენეს ზიანი ქალებს, ბავშვებს და ხნიერებს, რომ ისინი ებრაელები და ისრაელელები იყვნენ“. 

 

„მიუღებელია, რომ თქვენს განცხადებაში მწუხარებას პირველ რიგში ღაზაში მცხოვრები სამოქალაქო პირების გამო გამოთქვამთ მაშინ, როცა ისრაელმა 1 300 მოკლული უნდა დაკრძალოს“, - ციტირებს საგარეო უწყება ელი კოენის სიტყვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner