logo_geo
eng_logo
რაგბის მსოფლიო თასი | სამხრეთ აფრიკა ტურნირის მეოთხე ნახევარფინალისტი გახდა
- +

16 ოქტომბერი. 2023. 01:19

 

 

2023 წლის მსოფლიო თასზე ნახევარფინალური წყვილები შედგა. ბოლო მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 28:29 დამარცხდა.

 

საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრა ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო. პირველი ლელო ფრანგებმა მე-4 წუთზე გაიტანეს, თუმცა მე-18 წუთისთვის სამხრეთაფრიკელებს უკვე ორი ლელო ჰქონდათ დადებული და 12:7 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ გუნდებმა ჯამში კიდევ სამი ლელო დადეს, საბოლოოდ კი პირველი ტაიმი საფრანგეთმა 22:19 მოიგო.

 

მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყო. პირველი ქულები ისევ საფრანგეთმა მოიპოვა, 54-ე წუთზე ჯარიმის გატანა ტომა რამომ მოახერხა და თავისიანები 6 ქულით გაიყვანა წინ. მატჩის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა, როცა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძალიან გააქტიურდა და მეორეხაზელმა ეთზებეთმა ლელო დადო, რომელიც ანდრე პოლარდმა გარდასახა. 69-ე წუთზე პოლარდმა ჯარიმაც გაიტანა და სამხრეთ აფრიკა 4 ქულით გავიდა წინ. მატჩის უკანასკნელი ქულები ფრანგმა, ტომა რამომ აიღო და თავისი გუნდის ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა, თუმცა საფრანგეთმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.

 

შედეგად, ცნობილია, რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასის ფინალში გასასვლელად. სამხრეთ აფრიკის მეტოქე ინგლისი იქნება, ხოლო არგენტინა ახალ ზელანდიას შეხვდება. მატჩები 20 და 21 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

 

საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა 28:29

 

ლელო: ბაილი (2), მაუვაკა, არენდსე, დე ალენდე, კოლბი, ეთზებეტი.

 

გარდასახვა: რამო (2), ლიბოკი (2), პოლარდი.

 

ჯარიმა: რამო (3), პოლარდი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner