logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: როდესაც სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს კონკრეტული ქმედება კონსტიტუციის დარღვევაა, ეს მნიშვნელოვანწილად იქნება პრევენცია მომდევნო შემთხვევებისთვის
- +

16 ოქტომბერი. 2023. 09:51

 

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ იქნება ცალსახა იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტის ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევა იყო“, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

 

„სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება იმაზე, რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილების განმსაზღვრელ ნორმებს შორის. ამ პროცესს, რომც არ მოჰყვეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა, როდესაც სასამართლო იტყვის, რომ ეს კონკრეტული ქმედება კონსტიტუციის დარღვევაა, ეს მნიშვნელოვანწილად იქნება პრევენცია მომდევნო შემთხვევებისთვის“, - აღნიშნა კახიანმა.

 

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner