„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ იქნება ცალსახა იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტის ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევა იყო“, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება იმაზე, რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილების განმსაზღვრელ ნორმებს შორის. ამ პროცესს, რომც არ მოჰყვეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა, როდესაც სასამართლო იტყვის, რომ ეს კონკრეტული ქმედება კონსტიტუციის დარღვევაა, ეს მნიშვნელოვანწილად იქნება პრევენცია მომდევნო შემთხვევებისთვის“, - აღნიშნა კახიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.