მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.
ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი იქნება ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება. მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.
კანონის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს მედიამომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას.