logo_geo
eng_logo
პოლონეთის ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს
- +

16 ოქტომბერი. 2023. 10:16

 

 

პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები გამოაცხადა. პოლონეთის ცესკო-ს ვებგვერდზე აღნიშნული მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს 40,17%-ით. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ – 26,55%-ით. შემდეგ მოდის „მესამე გზა“ 13,66%-ით, „მემარცხენეები“ – 8,34%-ით, „კონფედერაცია“ – 7,35%-ით.

 

შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი ოფიციალური მონაცემები, რომელსაც პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნების 10,3%-ის დათვლის საფუძველზე ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner