logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში 31.6 % მიიღო პარტიამ, რომლის ლიდერი გამოდიოდა ინიციატივით, ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ბაზაზე შექმნილიყო ცალკე ტაძრები, რომელთა „მრევლი“ მხოლოდ „LGBT“ თემის „მორწმუნე“ წარმომადგენლები იქნებოდნენ
- +

16 ოქტომბერი. 2023. 11:12

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ შესაძლოა, ამ არჩევნების შედეგად ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს.

 

„პოლონეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. მმართველმა პარტიამ დიდი ალბათობით, დაკარგა უმრავლესობა 460-მანდატიან სეიმში. იაროსლავ კაჩინსკის პარტია „სამართალი და სამართლიანობამ“ ეგზიტპოლების მიხედვით, აიღო ამომრჩეველთა 36,8%. მისი უახლოესი კონკურენტია „სამოქალაქო კოალიცია“, რომელიც აერთიანებს ფემინზმის, ლიბერალიზმის, სეკულარიზმისა და „LGBT“ თემების ინტერესდამცველებს - 31,6%. ოპოზიციური „მესამე გზა“ აგროვებს 13%-ს, ხოლო „მემარცხენეები“ - 8,6%. ასე რომ, თუ ოპოზიციური სპექტრი შეძლებს გაერთიანებას, სეიმის უმრავლესობაც მათ ხელში იქნება და მთავრობის ჩამოყალიბების ბერკეტებიც.

 

ოდნავ მაინც რომ გვქონდეს წარმოდგენა, რა ტიპის პოლონეთთან შესაძლოა გვქონდეს საქმე ახლო მომავალში, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: „სამოქალაქო კოალიციის“ ლიდერი რაფალ თშასკოვსკი, სულ რაღაც სამი წლის წინ გამოდიოდა ინიციატივით, ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ბაზაზე შექმნილიყო ცალკე ტაძრები, რომელთა „მრევლი“ მხოლოდ „LGBT“ თემის „მორწმუნე“ წარმომადგენლები იქნებოდნენ, შესაბამისი ორიენტაციის „სამღვდელოებით“. მსგავსი სიგიჟე პოლონურ ეკლესიას მისი დაარსების დღიდან ჯერ არ შეხებია.

 

ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ქვეყნის კონსერვატიულ მხარეზე უკვე გაისმის რადიკალური მოწოდებები. ასე მაგალითად, პოლონეთის არმიის გენერალმა პეტერ პიტელმა განაცხადა, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხის შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შენარჩუნების შესაძლებლობას. ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ კი დასძინა, რომ სავსებით შესაძლებელია, პოლონეთში დაიწყოს სამოქალაქო ომი და ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღმა ნაწილმა ხელში იარაღი აიღოს“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner