მედიაში სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებების შესახებ პროექტზე „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონპროექტი ევროდირექტივის მიხედვით შემუშავდა.
„შევიმუშავეთ კანონპროექტი ევროდირექტივის მიხედვით, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ სიძულვილის ენის განმარტება აბსოლუტურად კოპირებულია ევროდირექტივიდან.
ასე რომ, ეს პირდაპირ ევროპაში აპრობირებული პრაქტიკის გადმოტანაა საქართველოში და ახალი რაც ემატება არის ის, რომ თვითრეგულირების მექანიზმს, თუ მან ვერ იმუშავა, ემატება რეგულირების მექანიზმი, რასაც პირდაპირ მოითხოვს ევროდირექტივა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.