ექსპერტი ამირან სალუქვაძე პოლონეთში 15 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტის განცხადებით, არჩევნების დასრულებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, საქართველოში კი არჩევნების შედეგების რამდენიმე საათით დაგვიანებამ, ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა გამოიწვია.
„ვიფიქრე, პოლონეთის არჩევნებში უკვე დათვლილი ექნებოდათ ხმები, 12 საათზე მეტი გავიდა. თურმე სულ რაღაც 25% დაუთვლიათ.
ჩვენთან ცესკო-მ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს.
ველოდებით საბოლოო შედეგებს. ჯერ ორივე მხარე ზეიმობს“, - წერს სალუქვაძე Facebook-ზე.