logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: პოლონეთის არჩევნებიდან 12 საათზე მეტი გავიდა და მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, ჩვენთან ცესკო-მ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს
- +

16 ოქტომბერი. 2023. 13:26

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე პოლონეთში 15 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ექსპერტის განცხადებით, არჩევნების დასრულებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, საქართველოში კი არჩევნების შედეგების რამდენიმე საათით დაგვიანებამ, ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა გამოიწვია.

 

„ვიფიქრე, პოლონეთის არჩევნებში უკვე დათვლილი ექნებოდათ ხმები, 12 საათზე მეტი გავიდა. თურმე სულ რაღაც 25% დაუთვლიათ.

 

ჩვენთან ცესკო-მ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს.

 

ველოდებით საბოლოო შედეგებს. ჯერ ორივე მხარე ზეიმობს“, - წერს სალუქვაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner