logo_geo
eng_logo
„კინგსის“ ფინანსური განათლების ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერებია „საქართველოს ბანკი“ და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
- +

16 ოქტომბერი. 2023. 13:54

 

 

„საქართველოს ბანკი“ ფინანსური განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერია. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის განმახორციელებელია „კინგსი საქართველო“, პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის საფუძველზე.

 

ფინანსური განათლების პროექტის მიზანს ახალგაზრდებში როგორც ფინანსური, ასევე სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო პროცესებში ჩართულობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ინიციატივის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა: ინფლაცია, დეფლაცია, ინვესტიციები, დეპოზიტები და სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მოემზადებიან ფინანსური განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

 

ამისათვის, მოსწავლეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

 

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება - თავდაპირველად, მოსწავლეები გაეცნობიან სასწავლო მასალებს, შესასრულებელ ოლიმპიადის იმიტირებულ ტესტებს. ამასთანავე, შეხვდებიან სფეროს სპეციალისტებს. აღსანიშნავია, რომ კურსის ბოლოს შეხვედრა გაიმართება „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელთან, რომელიც მონაწილეებს ფინანსური განათლების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტზე გაესაუბრება.

 

25 ნოემბერს კი მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ოლიმპიადა გაიმართება.

 

„საქართველოს ბანკი“ უკვე მესამე წელია, „კინგსის“ გენერალური მხარდამჭერია და აქტიურად უწყობს ხელს ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტებს. 

 

„საქართველოს ბანკში“ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური განათლების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ „კინგსთან“ სამწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ერთობლივად უკვე მრავალი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ერთ-ერთი მათგანი კი ფინანსური განათლების ოლიმპიადაა. ეს არის შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის, მიიღონ  არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ გამოსცადონ კიდეც საკუთარი შესაძლებლობები ოლიმპიადაზე. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

 

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა „Chevening“-ის, „Fulbright“-ისა და „Miami Ad School Europe“-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, „Kings“-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner