„მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ღია და დაუფარავ დარღვევაზე თვალს არ დახუჭავს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ეს ვერდიქტი არ არის მარტო პერსონალიის მიმართ მიმართული ვერდიქტი, არამედ ვერდიქტი მიმართულია საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად და არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირების შედეგად საქართველოს ხელისუფლების გაორება. საბოლოო ჯამში, საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტს ამის ინტერპრეტირება მოუნდა, დაუბრუნდება თავის კონსტიტუციური ჩანაწერის სიზუსტეს და სულისკვეთებას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.