logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, სჯობს, საკითხი მიმდინარე კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ
- +

16 ოქტომბერი. 2023. 16:27

 

 

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს განხილვისა და კენჭისყრისთვის ორკვირიანი ვადა აქვს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, ამიტომ სჯობს საკითხი ამ კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილმა საკითხის განხილვასა და კენჭისყრასთან დაკავშირებული პროცედურაც განმარტა. მისი თქმით, თუ სასამართლო არ დაადგენდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაშინ განხილვა შეწყდებოდა, თუმცა, რადგან სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.

 

„მას შემდეგ, რაც  პარლამენტში ინფორმაცია ოფიციალურად შემოვა, უნდა შედგეს განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ვვარაუდობ, რომ ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დადგენილების შესაბამისი პროექტს წარვადგენთ, რომელშიც იქნება განხილვის გრაფიკი. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს განხილვის და კენჭისყრის ორკვირიანი ვადა აქვს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს სასესიო კვირა, ამიტომ აჯობებს, მიმდინარე კვირაში განვიხილოთ ეს საკითხი და დავაყენოთ კენჭისყრაზე. რეგლამენტის თანახმად, ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება ზოგადი, პირველი მოსმენის წესით და ასევე ითვალისწინებს, რომ პარლამენტს შეუძლია განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვიკითხავთ თუ ექნება მას მონაწილეობის სურვილი და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 100 ხმა სჭირდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner