logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე მათ დავალებებს ასრულებს
- +

16 ოქტომბერი. 2023. 17:07

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად გვარამიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ გვაქვს.

 

როგორც იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს, რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია და რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს.

 

„რადგან გვარამია წერს, სამი მოსამართლე გვყავსო (!), დიდი შანსია, იმ სამ მოსამართლეს უბრალოდ განსხვავებული აზრი კი არ ჰქონდეს გამოთქმული, არამედ კიდევ უფრო მძიმედ შეელახათ საკუთარი პროფესიული „რეპუტაცია“ და ნათქვამი ჰქონდეთ - დარღვევა საერთოდ არ არისო. ვნახოთ, დაველოდოთ. ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს: 1. რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია; 2. რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს“, - წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner