logo_geo
eng_logo
გიორგი სამანიშვილი: აგროკრედიტები რთველზე დადებით გავლენას ახდენს
- +

9 სექტემბერი. 2016. 12:14



ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა „რეპორტიორთან" ღვინის ექსპორტზე და  აგროკრედიტზე ისაუბრა.


„ზოგადად,  წინა წლებთან შედარებით ექსპორტი იზრდება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ღვინის ფასი დასტაბილურდა. ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე, მოგეხსენებათ, იყო ეკონომიკური პრობლემები და ისინი ვეღარ იხდიდნენ მაღალ ფასს ქართულ პროდუქტში. სწორედ ფასის შემცირებამ გამოიწვია ექსპორტის ზრდა, რაც ექსპორტზე დადებითად აისახა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ  საექსპორტო ღვინის საშუალო ფასი შემცირდა, ჯამური შემოსავალი მაინც გაზრდილია. აქედან გამომდინარე ექსპორტის ტენდენციები პოზიტიურია. აგროკრედიტები რთველზე დადებით გავლენას ახდენს, ყურძნის და საღვინე მიმართულებით შესყიდვის მიზნით, ასევე სასპირტე მიმართულებითაც. ფაქტობრივად, ღვინის და სპირტიანი სასმელის მწარმოებლებს ფულის პრობლემა არა აქვთ, მათ შეუძლიათ შეისყიდონ თამამად იმ რაოდენობის ყურძენი, რამდენის საჭიროება არის და გადახდის პრობლემაც არ ექნებათ", - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner