logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი ნიკა გვარამია პირდაპირ აღიარებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაცმოძრაობას“ ჰყავს სამი წარმომადგენელი
- +

16 ოქტომბერი. 2023. 17:20

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, „მთავარი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოში „სამი ცალკეული მოსამართლე“ ჰყავთ“.

 

მეგრელიშვილის თქმით, ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მოსამართლეებმა საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ მოახდინეს და კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნებთან სამართლებრივად დამარცხდნენ.

 

„მეტი რა უნდა ქნას?! „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი ნიკა გვარამია პირდაპირ აღიარებს, რომ სასამართლო სისტემაში, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სამი წარმომადგენელი მოსამართლეთა სახით, რომლებიც იმდენად დავალებულნი არიან მიხეილ სააკაშვილისაგან, რომ უაპელაციოდ ასრულებენ მის დავალებებს.

 

მინაწერი: ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მოსამართლეებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს, მაგრამ საბოლოო შედეგზე გავლენა მაინც ვერ მოახდინეს. კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნებთან ნაც-კლანი უძლური აღმოჩნდა და სამართლებრივად დამარცხდა“, - წერს მეგრელიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner