logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ის სამი მოსამართლე ვერ მიხვდა, რომ კონსტიტუცია დაირღვა, უბედურებაა, და თუკი ეს პოლიტიკური მოტივით გააკეთეს - კიდევ უფრო დიდი უბედურება
- +

16 ოქტომბერი. 2023. 17:36

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ჩიბურდანიძე გაოგნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით და აღნიშნავს, ამ მოსამართლეებს ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან სასამართლო და პოლიტიკა.

 

„გაოგნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს განაჩენს. რატომ? თუკი ისინი ვერ მიხვდნენ, რომ კონსტიტუცია დაირღვა, უბედურებაა და თუკი ეს პოლიტიკური მოტივით გააკეთეს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა.

 

პირველკურსელებისთვისაც კი მისახვედრი იყო ის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა. აქ კურიოზული ის იყო, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში თავად მისმა წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს. ხოლო, თუკი იმ სამმა მოსამართლემ მხარი პოლიტიკური მოტივით არ დაუჭირეს, რომ თითქოსდა ეს შეაფერხებს სტატუსის მონიჭების პროცესს, მაშინ მათი ადგილი იქ არ ყოფილა, მათ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ სასამართლო და პოლიტიკა. უღირდათ კი ამის ფასად ის ქმედება, რაც ჩაიდინეს?“ - წერს ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner