logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ქვეყნის კონსტიტუცია დაიცვეს და პატივი სცეს კონსტიტუციურ წესრიგს
- +

16 ოქტომბერი. 2023. 17:50

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საქართველოს კონსტიტუცია დაიცვეს.

 

„ობიექტური დამკვირვებლის პერსპექტივიდან არავითარი სივრცე არ რჩებოდა იმისთვის, ვინმეს ეთქვა, რომ აქ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, ვინც დაადგინეს კონსტიტუციის დარღვევა, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია დაიცვეს, პატივი სცეს კონსტიტუციურ წესრიგს და იხელმძღვანელეს საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმებით, რომლებიც აყალიბებენ იმ წესრიგს, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში არსებობს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner