ავტორი ანა ნონიკაშვილი
„თითოეული ასეთი ვიზიტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი მიზნისკენ, რომელსაც NATO და ევროკავშირი ჰქვია", - ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას „ქართული ოცნების" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტს.
„ეს არის კიდევ ერთი აღიარება ჩვენი ქვეყნის და უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა. სწორედ ასეთი ნაბიჯები ჩვენ საბოლოოდ დავბრუნდებით ევროპულ ოჯახში. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას. ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს NATO და ევროკავშირი. ყველა ფიქრობს, რომ ჩვენი ადგილი სწორედ იქ არის", - განაცხადა სამხარაულმა.