logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძემ „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

16 ოქტომბერი. 2023. 19:28

"ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც პარლამენტის წევრებთან - ქეთევან ჩარკვიანთან და სალომე ჯინჯოლავასთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 



მათივე ცნობით, შეხვედრაზე სოციალური მუშაობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, პროფესიონალი კადრების სიმცირეზე ისაუბრეს.

 

 

დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა სექტორის მიხედვით არსებული მდგომარეობის შესახებ.
გამოითქვა მოსაზრებები საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება პროფესიაში შემსვლელთათვის სერტიფიცირების შესაძლებლობის მიცემის დამატებითი ვადა; იმ მომიჯნავე პროფესიათა ჩამონათვალი, ვისაც გარდამავალ პერიოდში ეს შესაძლებლობა მიეცემა.
საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე განისაზღვრება სერტიფიცირების დაგეგმვის და განხორციელების პირობები.

 



მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა საკითხისადმი ჰოლისტური მიდგომის საჭიროებაზე, რაც გამოიხატება როგორც მოკლე და გრძელვადიან დაგეგმვაში, ასევე, სასურველი შედეგის მისაღწევად საჭირო კომპლექსური ღონისძიების გატარებაში.

 



მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში განიხილავენ კომიტეტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner