logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან 3-4 საათში ითხოვდნენ დათვლილ ხმებს, როდესაც იციან, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელია, აგერ პოლონელები ამ დრომდე მოუნდნენ 70%-ის დათვლას
- +

16 ოქტომბერი. 2023. 20:43

"2020 წლის არჩევნებზე გამთენიის ორი საათიდან დაიწყო პიარ შტურმი: რას აკეთებენ აქამდე, ეტყობა ვერ დათვალეს ხმები, ეტყობა რაღაც უბედურება ხდებაო. ალბათ გახსოვთ. საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ. საარჩევნო უბნების დაკეტვიდან რამდენიმე საათში ატყდა მთელი ამბავი ჩვენთან იმისთვის, რომ როგორმე მომხდარიყო წინსწრებით საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რომ ამდენი ხანი ხმები ვერ დათვალესო," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

„ახლა ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, რომ 70%-ია დათვლილი, შესაბამისად 30% არის დაუთვლელი, თითქმის ცხრის ნახევარია. რამხელა სპეკულაციასთან გვქონდა საქმე, გარდა იმისა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და ათასგვარი რამე იკადრეს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო, ამის გარდა პირველივე საათებში, 3-4 საათის გასვლის შემდეგ დათვლილ ხმებს ითხოვდნენ მაშინ, როდესაც იციან, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელია, აგერ პოლონელები ამ დრომდე მოუნდნენ 70%-ის დათვლას“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner