logo_geo
eng_logo
ორი კომიტეტის სხდომაზე „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს
- +

16 ოქტომბერი. 2023. 21:50

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. კანონპროექტის თაობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა ისაუბრა.

 

 

ცვლილებების თანახმად, სამინისტრო კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს. მისივე თქმით, კოლეჯის დირექტორად, ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

 

 

აღნიშნულ საკითხზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ მომხსენებელს შეკითხვებით მიმართა. კახა კახიშვილის მოსაზრებით, კონკრეტული ვადით კოლეჯის ხელმძღვანელის დანიშვნამ შესაძლოა პროფესიული კადრების გადინება გამოიწვიოს. კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრის მოადგილეს შესთავაზა, გამონაკლისის სახით, მინისტრის დისკრეციით, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პირებისთვის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის ვადის გაგრძელება მოხდეს.

 

 

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner