logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ხაჯიშვილი გახარიას პარტიაზე - ჩვენთან ერთად შექმნეს ამ ადამიანებმა კოალიცია
- +

16 ოქტომბერი. 2023. 22:58

 

ჩვენთან ერთად შექმნეს ამ ადამიანებმა კოალიცია - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა, გახარიას პარტიაზე "საქართველოსთვის" საუბრისას, „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ 360 გრადუსი“ განაცხადა.

 

 

ხაჯიშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, თუ რას ნიშნავდა მის მიერ გახარიას პარტიის წევრის, ბექა ლილუაშვილისთვის ნათქვამი სიტყვები - „რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ არ იქნებოდით“.

 

 

„ჩვენთან ერთად შექმნეს ამ ადამიანებმა კოალიცია იმ საკრებულოებში. რა, არა? რუსთავში არ შექმენით?“ - მიმართა ხაჯიშვილმა ლილუაშვილს.

 

 

აღნიშნულ განცხადებას ბექა ლილუაშვილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, წამყვანის შეფასებით კი, ხაჯიშვილმა ამ სიტყვებით პირდაპირ დაადასტურა ის, რასაც „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

 

 

„ამას ამბობს რამდენი ხანია „ქართული ოცნება“ და აგერ, მოვიპოვეთ პირდაპირ ეთერში აღიარება.“ - განაცხადა გადაცემის წამყვანმა, ემა ტუხიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner