logo_geo
eng_logo
ბრიუსელის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა AK-47 ტიპის იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი მოკლა, არიან დაჭრილებიც
- +

17 ოქტომბერი. 2023. 00:33

 

 

ბრიუსელის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა AK-47 ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 2 ადამიანი. არიან დაჭრილები. თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. მან ცეცხლი ჯერ ერთ-ერთი შენობის სადარბაზოში გახსნა, რის შემდეგაც შუქნიშანზე მდგომ მანქანას დაუმიზნა.

 

 

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს დამნაშავის ძებნა, რომელიც ადგილიდან სკუტერით მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შვედეთის ეროვნული ნაკრების მაისურები ეცვათ. ბრიუსელში შვედეთ-ბელგიას შორის ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩში იმართებოდა, თუმცა, უცნობია იმყოფებოდნენ თუ არა დაზარალებულები ქალაქში მატჩისთვის.

 

 

ბელგიაში იმყოფება შვედეთის ეროვნული ნაკრები.

 

 

BBC-ი წერს, რომ პარალელურად სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელიც არაბულად საუბრობს და ამბობს, რომ მან განახორციელა თავდასხმა ღვთის სახელით. ის ლაპარაკობს ურწმუნოების მკვლელობასა და შურისძიებაზე. ასევე ამბობს, რომ მან სამი ადამიანი მოკლა.

 

 

ფედერალური პროკურატურის თქმით, ისინი ვერ ადასტურებენ, რომ ის იგივე შეიარაღებული პირია, რომელმაც თავდასხმა განახორციელა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner