ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ბელგიასა და შვედეთს შორის შუალედში შეწყდა. ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს, რადგან არსებული ინფორმაციით, ბრიუსელის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი, სავარაუდოდ, შვედები მოკლეს, - ამის შესახებ შვედური მაუწყებელი TV6-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შვედეთის ეროვნული ნაკრების მაისურები ეცვათ. ბრიუსელში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩში იმართებოდა.
შვედმა ფეხბურთელებმა „უეფას“ განუცხადეს, რომ არ სურდათ მეორე ტაიმის თამაში და მათ ბელგიელებიც დათანხმდნენ.