logo_geo
eng_logo
ბრიუსელში ორი ადამიანის მკვლელობის შემდეგ ბელგიასა და შვედეთს შორის საფეხბურთო მატჩი შეწყდა, ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს
- +

17 ოქტომბერი. 2023. 01:04

 

 

ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ბელგიასა და შვედეთს შორის შუალედში შეწყდა. ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს, რადგან არსებული ინფორმაციით, ბრიუსელის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი, სავარაუდოდ, შვედები მოკლეს, - ამის შესახებ შვედური მაუწყებელი TV6-ი იტყობინება.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შვედეთის ეროვნული ნაკრების მაისურები ეცვათ. ბრიუსელში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩში იმართებოდა.

 

 

შვედმა ფეხბურთელებმა „უეფას“ განუცხადეს, რომ არ სურდათ მეორე ტაიმის თამაში და მათ ბელგიელებიც დათანხმდნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner