ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა, ხალედ მეშაალმა განაცხადა, რომ მათ „აქვთ ის, რაც სჭირდებათ" ისრაელის ციხეებში მყოფი ყველა პალესტინელის გასათავისუფლებლად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტერორისტულმა ჯგუფმა შესაძლოა მძევლებით ვაჭრობა დაიწყოს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მეშაალმა ასევე თქვა, რომ არაისრაელელი მძევლები, რომელებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გაიტაცა, გათავისუფლდებიან როგორც კი „გარემოებები ამის საშუალებას მისცემთ“.