logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტზე: ახლა მუქარების წამოძახებას, ჯობდა, ცოტა მეტი წინდახედულება გამოეჩინა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 09:55

 

 

პრეზიდენტის მუქარებსა და მოწოდებებს გამოეხმაურა მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები რეალობას აცდენილია. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის თქმით, მუქარების წამოძახებას ჯობდა, პრეზიდენტს მეტი წინდახედულობა გამოეჩინა, როცა ქვეყნის უზენაეს კანონს არღვევდა.

 

„მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებები ამ შინაარსით, ცოტა აცდენილია რეალობას და შექმნილ ვითარებას. ალბათ, თვითონ უნდა გასცეს შემდეგ პრეზიდენტმა პასუხები კითხვებს, როგორია მაგალითად, მისი პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოდ.

 

ახლა მუქარების წამოძახებას, ჯობდა, ცოტა მეტი წინდახედულება გამოეჩინა პრეზიდენტს, როდესაც იმ გადაწყვეტილებებს იღებდა, რის გამოც გახდა აუცილებელი იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება.

 

რასაკვირველია, არ არის სასიამოვნო თვითონ პრეზიდენტისთვის, უპირველეს ყოვლისა, რომ ის მართლაც გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც დადგინდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner