logo_geo
eng_logo
ხათუნა ლაგაზიძე: პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო სია პავლე კუბლაშვილისა და კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანების ზეწოლით შედგა
- +

9 სექტემბერი. 2016. 12:41



პოლიტიკური გაერთიანების „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" საარჩევნო სია შედგა პავლე კუბლაშვილისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეწოლის ქვეშ, -ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ 2030.news-თან საუბრისას განაცხადა.



როგორც პაატა ბურჭულაძის პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა აღნიშნა, ერთ ბლოკად გაერთიანება ყოფილ „ნაციონალებთან" იყო ყველასთვის შოკი და ბურჭულაძეს საკუთარი გუნდელებისთვის ბოლო წუთამდე არაფერი უთქვამს.



პარტიაში სრულიად დიქტატურა და ერთმმართველობა სუფევდა. ამ ადამიანების გვერდზე ფოტოებშიც კი არ დავფიქსირებულვარ, რომ ჩემი მათთან ასოცირება არ მომხდარიყო. მე მჭირდებოდა ფაქტი, რომ პაატა ბურჭულაძემ ეს ნაბიჯი გადადგა არა იმისთვის, რომ პარტია გადაერჩინა, არამედ იმისთვის, რომ პარტია გაეყიდა. ეს იყო მისი მხრიდან პარტიის, ამ ადამიანების გაყიდვა. მე ამის დადასტურება მჭირდებოდა პარტიული სიის სახით", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მან ბურჭულაძეს არ დაუტოვა იმის თქმის საშუალება, რომ ხათუნა ლაგაზიძე ვიღაცის თამაშს თამაშობდა



მან გაყიდა საკუთარი გუნდი და ამის ყველაზე ნათელი დასტური არის სია, რომელიც გამოქვეყნდა. პირველ 12 კაცში პაატა ბურჭულაძის ნარჩენებიდან არის მხოლოდ 3 ადამიანი. რასაც პაატა ბურჭულაძე ამ სიის სახით აკეთებს, არის უკვე ხალხის ინტერესების გაყიდვა, რადგან საკუთარ ზურგს ამოფარებულს მას შეყავს ნაციონალები" და კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანების მიერ დაკომპლექტებული სია, ცდილობს რომ შეაპაროს პარლამენტში. სია შედგა ძირითადად პავლე კუბლაშვილისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეწოლის ქვეშეს არის პაატა ბურჭულაძის შტაბის უფროსი, გოგა კალაძე, .. კალაშა და კარგი იქნება, თუ მის საქმიანობას ჟურნალისტები შეისწავლიან. ის დღეს არის აჭარის უზენაეს საბჭოში პაატა ბურჭულაძის პარტიის სიის პირველი ნომერი",- აღნიშნა ლაგაზიძემ.



ლაგაზიძის თქმით, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე კალაძე ბურჭულაძემ სიის პირველ ნომრად იმის გამო ჩასვა, რომ მას ჰქონდა პაატა ბურჭულაძეზე ზეწოლის ბერკეტი.



როგორც პაატა ბურჭულაძე საუბრობდა სიის შედგენის მოემენტში, ის იყო ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ. კონკერტულაად რა ზეწოლებს გულიხსმობდა ამერიკაში მყოფი პაატა ბურჭულაძე, მე სამწუხაროდ ამაზე პასუხი არ მაქვს", -  აცხადებს ლაგაზიძე.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner