პარლამენტი იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. დღეს გაირკვევა, როდის გაიმართება აღნიშნულთან დაკავშირებით კენჭისყრა.
„სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედად დაარღვია კონსტიტუცია. მას აქვს იმედი, რომ ოპოზიცია იმპიჩმენტის პროცესს მხარს არ დაუჭერს, ამიტომ იყო მისი გადაწყვეტილებები ასეთი თამამი. 100 ხმის არქონა არ არის მთავარი, მთავარია, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.