logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ჩვენმა „მზემ“, მადამ პრეზიდენტმა - „ოცნების“ ოცნება მორჩა, ახლა ჩემი ოცნება იწყებაო!
- +

17 ოქტომბერი. 2023. 11:25

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

„საფრანგეთის „მეფე მზემ“ ლუდოვიკო XIV-მ განაცხადა: „საფრანგეთი ვარ მე!“

 

ჩვენმა „მზემ“, მადამ პრეზიდენტმა - თხა თხაზე ნაკლებიო და: სახელმწიფო ვარ მეო!

 

აღარც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს, მხოლოდ ორბელიანების სასახლის ბინადარი მეო! „ოცნების“ ოცნება მორჩა, ახლა ჩემი ოცნება იწყებაო“, - წერს გოგა ხაინდრავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner