კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„საფრანგეთის „მეფე მზემ“ ლუდოვიკო XIV-მ განაცხადა: „საფრანგეთი ვარ მე!“
ჩვენმა „მზემ“, მადამ პრეზიდენტმა - თხა თხაზე ნაკლებიო და: სახელმწიფო ვარ მეო!
აღარც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს, მხოლოდ ორბელიანების სასახლის ბინადარი მეო! „ოცნების“ ოცნება მორჩა, ახლა ჩემი ოცნება იწყებაო“, - წერს გოგა ხაინდრავა.