logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც პრეზიდენტი, ის საერთოდ გასულია საკონსტიტუციო სივრციდან
- +

17 ოქტომბერი. 2023. 11:34

 

 

თავისი გამოსვლით ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც პრეზიდენტი, ის საერთოდ გასულია საკონსტიტუციო სივრციდან“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აბულინგებს მთელ სახელმწიფო ინსტიტუციებს.

 

მოსამართლეებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს აბულინგებს. ეს არის სწორედ უსაფუძვლო ამბიციებს შეწირული ადამიანის განცხადება, რომელიც აღარც კონსტიტუციას ცნობს, აღარც სახელმწიფოს და მხოლოდ თავისი ამბიციების ანაბარაა მიბარებული „ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა, რომ არ გადადგება.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner