logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-ის პოლიტიკაში საქართველოსადმი დიდ ინტერესს
- +

9 სექტემბერი. 2016. 12:41



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შეფასებისას განაცხადა, რომ კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-ის პოლიტიკაში საქართველოსადმი დიდ ინტერესს.



ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს - ტედ პოს და ჯერარდ კონელის, რომლებიც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.



რეზოლუციამ ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ჩვენი აქტიური მუშაობითაც. არაერთი ვიზიტი განხორციელდა, რათა მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში. შესაბამისად, 33 კონგრესმენმა გამოთქვა ამ რეზოლუციის სპონსორობის სურვილი და შემდეგ უკვე 410 მხარდამჭერი ხმით გავიდა. ეს ხაზს უსვამს საქართველოსადმი დიდ ინტერესს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში, სადაც აქტიურად განიხილება ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს; აქტიურად განიხილება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმულია, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია და გამოხატულია აშშ- მტკიცე პოზიცია, რომ ის არასდროს არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასევე, ხაზგასმულია თანამშრომლობის საჭიროება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და საქართველო განხილულია, როგორც ამერიკის გრძელვადიანი ინტერესის ქვეყანა, რათა მიღწეულ იქნას სტაბილურობა და უსაფრთხოება",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



მისი თქმით, არამარტო აშშ-ის ადმინისტრაცია, არამედ კონგრესი ორპარტიულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტრატრგიული თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებისთვის.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner