logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: იურიდიულად წარმოუდგენელია, ასეთი ღია და ფაქტებით გამყარებული დარღვევის დროს დაწერო, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია
- +

17 ოქტომბერი. 2023. 11:36

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელსაც სამი მოსამართლე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ იურიდიულად წარმოუდგენელია ღია და ფაქტებით გამყარებული კონსტიტუციის დარღვევის დროს დაწერო, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

„იურიდიულად წარმოუდგენელია, ასეთი ღია და ფაქტებით გამყარებული კონსტიტუციის დარღვევის დროს დაწერო, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. როგორც ჩანს, მარტივია ამის ვერბალურად გაჟღერება და თქმა, რომ ისინი [სამი მოსამართლე] არიან განსხვავებულ აზრზე, თუმცა წარმოუდგენელია რა უნდა დაიწეროს. მე აღარ მინდა შევიდე შეფასებაში, თუმცა, შეიძლება არსებობდეს ვარაუდი, რომ ახლა ხდება ფიქრი იმაზე, რა შეიძლება დაიწეროს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ 3 მოსამართლე - ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში წავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner