logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეზე: როგორც ჩანს მათი მიზანი კონკრეტულ სამართლებრივ დოკუმენტში ვერ იკვეთება და ამ დრომდე უწევთ ფიქრი, როგორ დაასაბუთონ ეს
- +

17 ოქტომბერი. 2023. 11:46

 

 

ვარაუდი არსებობს, რომ ისინი წინასწარვე განწყობილნი იყვნენ, რომ ამ პოზიციისთვის მხარი არ დაეჭირათ, მიუხედავად იმისა, რომ სამი დღის განმავლობაში არაერთი მტკიცებულება და არგუმენტები მოისმინეს“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეზე საუბრისას განუცხადა.

 

როგორც ჩანს, მათი მიზანი კონკრეტულ სამართლებრივ დოკუმენტში ვერ იკვეთება და ამ დრომდე უწევთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაასაბუთონ ეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ 3 მოსამართლე - ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში წავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner