logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 13:08

 

 

როგორც მოგეხსენებათ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. აქ კონსტიტუციის დარღვევის დადგენასთან ერთად, ასე ვიტყოდი, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალიან მარტივი კაზუსი ამოიხსნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

 

რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან მარტივი კაზუსი ამოიხსნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. კონსტიტუციის 52-მუხლის მიხედვით ვიზიტების განხორციელების დროს პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის თანხმობა. მან ითხოვა თანხმობა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა და დაარღვია კონსტიტუცია. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რაც ამოხსნა საკონსტიტუციო სასამართლომ. სხვანაირად კეთილსინდისიერი იურისტი უბრალოდ ვერ გააკეთებს, რომელიც საკუთარ პროფესიას უბრალოდ პატივს სცემს. კაზუსის სიმარტივის მიუხედავად, ჩვენ არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, შეიძლება რაღაც ნაკლები ეკადრა, მაგრამ გამოვიდა და პირდაპირ თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არც ერთი არგუმენტი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა არ მოეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და გამოიყენა უხეში ტერმინები, სირცხვილია და ა.შ. მეტიც, დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. შეგახსენებთ, ეს არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner