logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ჯორჯ ორუელის 1984-ში ხართ, მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას
- +

17 ოქტომბერი. 2023. 13:40

 

 

საქართველოს ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენ გავაძლიერეთ დიპლომატიური ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულება, რამაც  კონკრეტული შედეგები გამოიღო, გაკეთდა საქართველოს პირდაპირ მხარდამჭერი განცხადებები“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე.

 

მან ისაუბრა ბოლო წლის განმავლობაში განხორციელებულ წარმატებულ საერთაშორისო ვიზიტებსა და შეხვედრებზე.

 

ძალიან მნიშვნელოვანია რადიკალური ოპოზიციის რეაქციები, ალბათ მოულოდნელი არ იყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ ყველაფერს უპასუხა ბრძოლით. ისინი საქართველოს მოწინააღმდეგეებს, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს და მტრებს კი არ ებრძვიან, მათ ბრძოლა გამოუცხადეს საკუთარ ქვეყანას და ამის მტკიცებულება გამოაქვეყნა ამერიკის მთავრობამ ფარა-კანონზე დაყრდნობით, როდესაც ფულს იხდიან საქართველოს წინააღმდეგ და მის საზიანოდ.

 

მათ ბრძოლა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამის მტკიცებულებებიც ვნახეთ, როცა განცხადებები იყო გაკეთებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიაში, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროპაში მხარდაჭერა.

 

მათ გამოუცხადეს ბრძოლა საქართველოს მეგობრებსაც და შემთხვევითი არ არის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისადმი,  რომელიც სტუმრად იყო საქართველოში,  მადლობა  კი არ გამოხატეს  მხარდაჭერისთვის, არამედ მისი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა დაიწყეს, ცდილობდნენ დაერქვათ მისთვის ავტორიტარი, პრორუსი და ა.შ.

 

რა უნდა ითქვას, ჯორჯ ორუელის 1984-ში ხართ, მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner