logo_geo
eng_logo
კასპში ვეტერანთა დღე აღინიშნა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 13:54

 

 

დღეს კასპში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და დაუმარცხებელი ქართველი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს.

 

სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას მათ პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდაუზოგავად იბრძოლეს და მათგან ბევრი საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა.

 

საქართველოში ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეათედ აღინიშნა.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია  ყველა  ვეტერანს ულოცავს დღევანდელ დღეს,  უსურვებს ჯანმრთელობას,  კეთილდღეობას და მადლობას უხდის ქვეყნის წინაშე გაწეული  ღვაწლისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner