logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დიმიტრი ხუნდაძე არის მცხეთაში ის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც მხარს ვუჭერთ
- +

9 სექტემბერი. 2016. 12:43



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს მმართველი გუნდის ირიბი მხარდაჭერა აქვს. გიორგი კვირიკაშვილმა 2030.news-ს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ მმართველი ძალის პოლიტიკური ხელწერა ღიაა და პარტიას მცხეთაში ჰყავს მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე.



როგორც მცხეთაში, ასევე ყველა სხვა მაჟორიტარულ ოლქში, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ იმ კანდიდატს, ვისაც საჯაროდ წარვადგენთ და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. თუ კითხვის ნიშნებს ის იწვევს, რომ ჩვენ ცეზარ ჩოჩელს არ ვექცევით ისე, როგორც ოპონენტებსნაციონალური მოძრაობა" ექცეოდა და არ ვებრძვით არაპოლიტიკური და ძალოვანი მეთოდებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ხელწერა გვაქვს პოლიტიკაში და არა - იმას, რომ ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. არაერთმა ბიზნესმენმა მიიღო პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და ჩვენ მათ არჩევანს, ბუნებრივია, ხელს არ ვუშლით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, დიმიტრი ხუნდაძე არის მცხეთაში ის ერთადერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია მხარს უჭერს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner