logo_geo
eng_logo
ფოთში „კოლხეთი 1913“-ის პრეზიდენტის და დირექტორის თემურ ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 14:13

 

 

ფოთში დღეს ფოთის  „კოლხეთი 1913“-ის  პრეზიდენტის  და  დირექტორის  თემურ  ბარქაიას  ხსოვნისადმი  მიძღვნილი  საფეხბურთო  ტურნირი  ჩატარდა. ყოველ წლის 16 ოქტომბერს მისი იუბილეს აღსანიშნავად ტურნირში გამარჯვებულ 12 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს „თემოს თასს“ გადასცემენ. ტურნირი ყოველწლიურად იმართება და მასშტაბურ სახეს ატარებს.

 

„თემოს თასი“ წელს ქუთაისის „ტორპედოს“ ერგო და გამარჯვებული გახდა. ტურნირში საქართველოს რეგიონებიდან 8 გუნდი მონაწილეობდა.

 

საფეხბურთო მატჩის ორგანიზატორებმა თემურ ბარქაიას ღვაწლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თასის გათამაშება მის ხსოვნას და  გაწეულ ამაგს უკავშირდება. „თემოს თასი“ ფოთში შარშან დაარსდა და მომავალი თაობების განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner