პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა საქართველოს კულტურის აკადემიის ორგანიზებით პროექტ "ახალგაზრდობის ინტეგრაციის ხელშეწყობის პლატფორმის" ფარგლები გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებისა და საქმიანობის გაცნობა და საპარლამენტო საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
პროექტის მონაწილეებმა დეპუტატებს თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გააცნეს.
ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. სხდომათა დარბაზში მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.