თბილისის მერი, კახა კალაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს უნგრეთის მსგავსად, ბევრი ისეთი მეგობარი უნდა ჰყავდეს, რომელიც ღიად განაცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსს იმსახურებდა.
„არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ისეთი მხარდამჭერი, როგორიცაა ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რეალურად რომ შევხედოთ, თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა ეს ჩვენი ქვეყანა იყო. ბევრს, განსაკუთრებით აგენტებს, არ სიამოვნებს, რომ ეს ადამიანები სიმართლეს ლაპარაკობენ, იყენებენ ევროპარლამენტის შესაბამის ტრიბუნას და ამბობენ - საქართველო იმსახურებდა სტატუსს, საქართველოსთან მიმართებით მოვიქეცით უსამართლოდ. ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ბევრი ასეთი მეგობარი უნდა გავიჩინოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.