logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია, მან თავისი სამართლიანი ვერდიქტი ობიექტურად გამოიტანა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 15:26

 

 

„საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და იმპიჩმენტი, გარკვეულწილად, სიახლეა ქართულ პოლიტიკაში.  აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ავტორია ამ ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციის, დროული რეაგირება მოახდინა და კონსტიტუციის ფუძემდებლური მუხლების მიზანმიმართულად და შეგნებულად დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებისას.

 

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, სამართლიანი ვერდიქტი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი და ცალსახა. ჩვენ სამი მოსამართლის განსხვავებული ხედვაც მოვისმინეთ და დავინახეთ, რომ ისინი თურმე პოლიტიკურ შიგთავსზე საუბრობენ და არა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების დარღვევაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს, რომ კონსტიტუცია დარღვეული იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი სამართლიანი ვერდიქტი და გადაწყვეტილება ობიექტურად გამოიტანა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ნამდვილად ასეა და სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ მას შეიძლება შიდა თუ გარე აქტორებმა დააკისრონ ის როლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარეთ არის. და ის თუ ამ როლს მოირგებდა ამით საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდებოდა. ჩვენ დავინახეთ, რომ სწორედ პოლიტიკურ და უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, შესწირეთ საქართველოს კონსტიტუცია და თქვენი ქმედებებით, ევროკავშირთან დაახლოების გზა მაქსიმალურად აზიანეთ და  აგრძელებთ დაზიანებას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner