საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს 17 ოქტომბერი - ვეტერანების დღე მიულოცა.
„ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თითოეულ ვეტერანს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.