logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 16:18

 

 

საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენა-მოდერნიზება უკვე დასრულებულია.

 

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით. გასულ წლებში, განახლდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც განვაგრძობთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ავიაცია ფაქტობრივად, იყო დაუკომპლექტებელი. ჩვენ, სულ რაღაც ოთხ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ დღეს  ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს “SU–25”-ები, UH-1H ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და “MI–24”-ის ტიპის შვეულმფრენები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სასწავლო-საბრძოლო L39 თვითმფრინავების და AN-2-ების, ასევე სასწავლო თვითმფრინავების აღდგენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner