logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მე არ წამიკითხავს სამი მოსამართლის მოსაზრება და ძალიან მეეჭვება, რომ დადონ რამე, რაც განსხვავდება ადვოკატების უნიათო მტკიცებულებებისგან
- +

17 ოქტომბერი. 2023. 18:42

 

 

მე არ წამიკითხავს სამი მოსამართლის მოსაზრება და ძალიან მეეჭვება, რომ დადონ რამე, რაც განსხვავდება ადვოკატების უნიათო მტკიცებულებებისგან, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ერისთვის იღწვის და ამიტომ უნდა დაარღვიოს კონსტიტუციის მუხლი“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

რასაკვირველია, პრეზიდენტის სიმბოლო, სახელებისა და გვარების გარეშე, არის ერის წარმომადგენლობა და სინდისი, იმდენად, რამდენადაც მას უნდა ჰქონდეს საერთო სახალხო მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა მივიღე და დროშით წინ წაგიძღვებით - ამ სიტყვებს, რაც ქალბატონმა სალომემ წარმოთქვა, არანაირი წონა არ აქვს და გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს. როდესაც უშვერი სიტყვებით გაგინებს ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დღეს მხარში გიდგას; როდესაც შენს ამომრჩევლებს ეუბნები, რომ მომივარდითო, რეალურად კი ამ ადამიანებს სულ სხვა მიზნები პათოსი აქვთ; რომ შენ ხალხთან ხარ, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა - ამ თემებმა დააგროვა საზოგადოებაში ერთგვარი უარყოფითი მუხტი და დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner