logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: 80-იან წლებში ჩვენც იმავეს გვიკეთებდნენ... არ შეგეშინდეთ!
- +

11 მარტი. 2016. 14:08


საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე თსუ-ს სტუდენტების იმ ნაწილს, ვინც ორი დღეა საპროტესტო აქციას მართავს, სოციალური ქსელის საშუალებით მხარდაჭერას უცხადებს.

 

უდენტებო, თქვენს გვერდით ვარ. არ შეუშინდეთ და ბოლომდე იბრძოლეთ. იცოდეთ, ათას რამეს დაგაბრალებენ, ტალახს გესვრიან, მილიონ ჭორს დაგიყრიან, იტყვიან, რომ ხართ ვიღაცისგან მართული. გაატარეთ" ეს ყველაფერი და ბოლმდე იბრძოლეთ საკუთარი მოთხოვნებისათვის. არ შეგეშინდეთ, 80-იან წლებში ჩვენც მავეს გვიკეთებდნენ. მეთოდები ამათ არ შეუცვლიათ. თქვენგვერდით მიგულეთ მიყვარხართ და გგულშემატკივრობთ", - წერს ფოფხაძე.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია - მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში „ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან და მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია.


სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ღამის განმავლობაში რაიმე ტიპის ხელშეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner