logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრი სამადაშვილს: ეს იყო ცილისწამება ჩემსა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, სარჩელიც მაქვს შეტანილი და ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს
- +

17 ოქტომბერი. 2023. 19:42

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ჯუანშერ ბურჭულაძეს შეკითხვა მისი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დაუსვა და განაცხადა, რომ მინისტრის შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად, აბანოს ბიზნესი აქვს.

 

 

ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ცრუ ბრალდებებისთვის მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აღნიშნა, რომ პროცესის მოგებას აუცილებლად შეძლებს.

 

 

„თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არ მიღებაზე რამდენიმე თვე, ბოლოს მიიღეს სარჩელი და მე ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ, რადგან ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი.

 

 

შეიარაღება, სოციალური პაკეტები არ იზრდება და თქვენი ბიზნესი იზრდებაო, არ ვიცი ამაში რას გულისხმობთ. ერთი საათი ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რა იზრდება და რა შედეგები მოჰყვა კონკრეტული, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. „ჯარისკაცების სოციალური პირობები გვაქვს ისეთი, არასდროს რომ არ გვქონია. ამ სოციალური პირობების დამატებით, გარანტიები გავეცით სოციალური, ეს იქნება განგრძობითი და გარანტირებული პროცესი. ბინებით უზრუნველყოფა იქნება გარანტირებული პროცესი, ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

 

ბურჭულაძის თქმით, მისი ოჯახის წევრი 1995 წლიდან არის ჩართული ბიზნეს საქმიანობაში. „თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში - კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა. ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც, რა ქონებით მოვიდა და წავიდა მისი ოჯახი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner