logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 19:54

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ჯერჯერობით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

 

 

შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს 2023 წლის სექტემბერში სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 პირზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე.

 

 

ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ სუსმა საკითხის შესწავლა დაიწყო.

 

 

ამ ფაქტს თავად ფარცხალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა.

 

 

მოგვიანებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner